აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე რუსებმა რუსულ ენაზე სპექტაკლები გამართეს
აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა ორი წარმოდგენა, რუსულ ენაზე გამართეს - ამის შესახებ ინფრომაციას AJARTIMES.GE არცელებს.
გამოცემა წერს, რომ რუსებმა ”ჰამლეტის” ბილეთები ონლაინ გაყიდეს და სპექტაკლებს მხოლოდ ისინი ესწრებოდნენ.
“სცენა იჯარით ქართველზე გავეცი,”- ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი.
თამარ მესხიძე განმარტავს, რომ ხელშეკრულება რუსებზე არ გაფორმებულა, შესაბამისად მას წინასწარ არ ჰქონია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია.