თბილისში დიდი მსვლელობისთვის ემზადებიან - რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება
თბილისში დიდი მსვლელობისთვის ემზადებიან. ამ წუთებში რუსული კანონის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. უწყვეტი პროტესტი გრძელდება და არავინ გაჩერებას არ აპირებს. დღესაც კიდევ ერთხელ ახალგაზრდები აქციით და მსვლელობით შეახსენებენ ქართულ ოცნებას, რომ საქართველოში რუსულ რეჟიმს მომავალი არ აქვს.
და ასე გაგრძელდება 26 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ არჩვნებზე უნდა უთხრას არა რუსულ მთავრობას. ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება. იჭერენ, ცემენ, აჯარიმებენ, თუმცა ხალხი მაინც ქუჩაში დგას.
აქციის მონაწილეები მსვლელობით ჯერ "ოცნების" ოფისთან მივლენ, რათა კიდევ ერთხელ გააგონონ ხმა ხელისუფლებას, შემდეგ კი მშვიდობის ხიდისკენ დაიძრებიან, საიდანაც დიდ ბანერს გადმოფენენ წარწერით "გაიფიცე", რომელიც ორ ენაზე იქნება დაწერილი.