თბილისში მოვარდნილი სტიქია და დაზარალებულები დახმარების მოლოდინში
სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ. თბილისში მოვარდნილმა გუშინდელმა სტიქიამ განსაკუთრებით გლდანი ნაძალადევის რაიონი დააზარალა. მძიმე მდგომარეობაა კოკინაკის დასახლებაში, სადაც მიწის მასამ გზა წაიღო და სახლებში შევარდა. მერიის თანამშრომლებმა კი მოსახლეობას უთხრეს, რომ ჯერ ვერაფერს გააკეთებენ, რადგან პროექტია მოსამზადებელი და მის მომზადებას ერთი თვე სჭირდება
დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.