ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს - მიხეილ სარჯველაძემ ბავშვთა დღეს დააანონსა, რომ საჭირო სისხლის მოძიება მოზარდებისთვის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღებას ყველა მსურველი შეძლებს.
დღეს მიხეილ სარჯველაძეს გაუჭირდა იმის ახსნა, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მოზარდებისთვის მისი გუნდის მიერ მიღებული რუსული კანონი. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოზარდებზე ზრუნავს და მათ დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
ყველა ბავშვს ვულოცავ ამ ძვირფასს დღეს და ვუსურვებ საუკეთესო მომავალს. ჩვენი სამინისტრო დღეს გამოდის ინიციატივით, რომ დაიწყოს სისხლის უანგარო დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბავშვზე ან ნებისმიერ პაციენტზე, თუ ვინმე რაიმეს ხარჯავს, ეს უცხოური ინტერესი მისასალმებელია. არ მგონია, ვინმეს რაიმე მიზეზი ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით, რომ გაუწყრეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და ამის გამო დაჩაგროს ბავშვები, რომლებსაც მანამდე ეხმარებოდნენ და ახლა ხელისუფლებაზე უკმაყოფილების გამო ეს შეწყვიტონ. საფრთხეს ვერ ვხედავ", - ამბობს სარჯველაძე.