დაუსჯელი მოძალადეები - ვახტანგ გომელაური დუმს
ვახტანგ გომელაურის დუმილი ძალადობაზე - ქვეყნის მთავარი პოლიციელი ვერ პასუხობს კითხვას, დაისჯებიან თუ არა რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული სამართალდამცველები.
ძალოვანი მინისტრი, რომელიც კითხვებს არასდროს გაურბის, "პირველების" კამერასთან პრემიერის თანდასწრებით სრულ მდუმარებაში იყო.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე კი ამტკიცებდა, რომ ყველა უკანონო ქმედებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
გაკეთებულია ამაზე კომენტარი, რომ გამოძიება დაწყებულია ყველა სამართალდარღვევაზე. სპეციალური საგამოძიებო ორგანო არსებობს ამ ქვეყანაში და შესაბამისად, თუ პოლიციელს ჰქონდა რაიმე გადაცდომა, მიიღებენ შესაბამისს ზომებს. პოლიციას რეაგირება აქვს ყველა ფაქტზე", - ამბობს ვაჟა სირაძე.