დაშინების მცდელობა სამოქალაქო აქტივისტებზე - "მწვანე სექტორის" დამფუძნებლები მომხდარის უკან დიტო სამხარაძეს ხედავენ

01.06.24 12:24
დაშინების მცდელობა სამოქალაქო აქტივისტებზე - "მწვანე სექტორის" დამფუძნებლები მომხდარის უკან დიტო სამხარაძეს ხედავენ

ბათუმის ქუჩები უხამსი წარწერებით არის აჭრელებული - რუსული კანონის მცველი "ოცნების" მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტებზე შურისძიებას განაგრძობენ.

დიტო სამხარაძის ფაქტობრივი აღიარების შემდეგ, რომელმაც ბრიტანეთის სავიზო ცენტრზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, მოქალაქეებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას მიმართეს.

ამის შემდეგ კი "ოცნების" მხარდამჭერები ხელახალ მოქმედებაზე გადავიდნენ და "მწვანე სექტორის" დამფუძნებლების სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები გვიან ღამით გაკეთეს.

ხალხს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყველა ანგარიშსწორების უკან მაგინებელი დეპუტატი დგას.

პირწმინდად ხორციელდება ჩვენ მიმართ პიროვნული ტერორი. ფაქტია, რომ დიტო სამხარაძემ დააანონსა, რომ ტერორი გაგრძელდებოდა და ყველას პასუხს გვაგებინებდა იმათ, ვინც რუსულ კანონს ვეწინააღმდეგებოდით და სიაში ვიყავით კიდეც. ერთადერთი ფიზიკურად თუ გაგვანადგურებთ, სხვანაირად ვერ დაგვაშინებთ. არ გავჩერდებით", - ამბობს კახა გუჩმანიძე.

ცნობისთვის, ბესიკის ბიზნეს ცენტრზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სადაც ბრიტანეთის სავიზო ცენტრია განთავსებული, პასუხისმგებლობა "ოცნების" დეპუტატმა აიღო.

დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს  იმ შენობის ცენტრალურ ოფისს, სადაც ბრიტანეთის საკონსულოს სავიზო ცენტრი, ტვ BMG,  პარტია "ახალი" და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფისებია განთავსებული.

სამხარაძე "ათასჯერ უარესს" აანონსებს და წერს "სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ!"

მსგავსი სიახლეები