თავდასხმა ენმ-ის ოფისზე - შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.
ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.