იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა - რა მუხლით უნდა დაეწყო შსს-ს გამოძიება - ადვოკატი ენმ-ზე თავდასხმაზე

01.06.24 13:20
იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა - რა მუხლით უნდა დაეწყო შსს-ს გამოძიება - ადვოკატი ენმ-ზე თავდასხმაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლის გადაკვალიფიცირებას სთხოვს - უფლებადამცველი ღიად აცხადებს, რომ ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე შეჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაც უნდა დაიწყოს.

"წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი მოვიდა და დაესხა ენმ-ს თავს" - ამბობს ტყეშელაძე და იქვე ამატებს, რომ გამოძიების 187-ე მუხლით დაწყება მხოლოდ ერთზე, დანაშაულის დაფარვაზე მიუთითებს.

ადვოკატი გომელაურის უწყებას მოუწოდებს, რომ თავდასხმაში მონაწილე თითოეული პირის იდენტიფიცირება დროულად მოხდეს.

გუშინვე უნდა დაეწყო გამოძიება, როდესაც მოხდა დანაშაული. ახლა დაიწყეს 187-ე მუხლით და მხოლოდ ამ მუხლით არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება. აქ პირდაპირ იკვეთება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმა კერძო საკუთრებაზე. ეს ჯგუფი უნდა გამოავლინონ და არა მხოლოდ 187-ე მუხლით დაიწყონ გამოძიება. ეს არის დანაშაულის დაფარვა. იყო ჯგუფური თავდასხმა და ორგანიზებული. მხოლოდ ჯგუფური თავდასხმა კი არ იყო, არამედ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი მოვიდა და დაესხა ენმ-ს თავს", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გულგრილობა ორგანიზებულ დანაშაულზე - გომელაურის უწყებამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მხოლოდ მინის ჩამსხვრევა დაინახა და გამოძიებაც სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. არადა სახეზეა სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულების მთელი კრებული. დანაშაული კი ჯგუფურად იყო ორგანიზებული, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.

ფაქტებით და კადრებით დგინდება, რომ ნაციონალური მოძრაობისას ოფისის დარბევაში 100-მდე ნიღბიანი ბანდის წევრი მონაწილეობდა. თავდასხმა ორგანიზებულად, რკინებით, ქვებით და ხის შუბებით მოხდა. 

მსგავსი სიახლეები