"მიმართეთ პრესცენტრს" - დაშინების მცდელობა სამოქალაქო აქტივისტებზე და ძალოვანი უწყების უმოქმედობა
დაშინების მცდელობა სამოქალაქო აქტივისტებზე და ძალოვანი უწყების უმოქმედობა - ბათუმში რუსული კანონის მცველი "ოცნების" მხარდამჭერების მიერ მესამე სექტორის წარმომადგენლებზე განხორციელებულ შურისძიებას სამართალდამცველები დუმილით პასუხობენ.
"პირველების" კითხვას, დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაურბიან.
მიბრძანდით, რომ აგიხსნათ. დიტო სამხარაძის პოსტ ვერ ვხედავ. მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, დანარჩენზე პრესცენტრს მიმართეთ. პოლიციის შენობასთან მოგვეცით საშუალება ვიმუშაოთ ისე, როგორც საჭიროა", - ამბობს სამართალდამცველი.
დიტო სამხარაძის ფაქტობრივი აღიარების შემდეგ, რომელმაც ბრიტანეთის სავიზო ცენტრზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, მოქალაქეებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას მიმართეს.
ამის შემდეგ კი "ოცნების" მხარდამჭერები ხელახალ მოქმედებაზე გადავიდნენ და "მწვანე სექტორის" დამფუძნებლების სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები გვიან ღამით გააკეთეს.
ხალხს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყველა ანგარიშსწორების უკან მაგინებელი დეპუტატი დგას.