ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც თავისუფალ თაობას ასამართლებს - ყველაფერი ირაკლი ჩიკაშუას შესახებ

01.06.24 20:28
ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც თავისუფალ თაობას ასამართლებს - ყველაფერი ირაკლი ჩიკაშუას შესახებ

 

ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც თავისუფალ თაობას ასამართლებს.

 შაბათის ეთერის ექსკლუზივი - მოპოვებულია მტკიცებულება, რომ მოსამართლე ჩიკაშუა 21 მაისს, უვადოდ მოსმართლედ სწორედ იმ დროს დანიშნეს, როდესაც სამოქალაქო აქტივისტების საქმეებს ერთი-მეორის მიყოებით განიხილავდა და აჯარიმებდა.

 „შაბათის ეთერთან“ პირველ ინტერვიუში მოსამართლე ვერ უარყოფს, რომ უვადოდ საპენსიო ასაკამედე მოსამართლედ, სწორედ იმ დროს გაამწესეს როდესაც, რუსული კანონის მოწინააღდეგეები, ერთი მეორეს მიყოლებით სამართალდამღვევბად ჰყავდა გამოცხადებული და დაჯარიმებული. სისტემა კი ასეთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ინფორმაციით, ლევან მურუსიძის ვერდიქტის გარეშე არ იღებს.

როგორ და ვისი გავლით  მოხვდა სასამართლოში ირაკლი ჩიკაშუა - მოსამართლედ ის საქართველოს ბანკიდან მოხვდა, სადაც 9 წელი იურისტად იმუშავა. ჩიკაშუა "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების მიერ კორუფციული გარიგებების გამო სანქცირებულმა კლანმა სისტემაში გარიგებების გარეშე შეუშვა.

წყარო სასამართლო სისტემიდან „შაბათის ეთერს„ უყვება, რომ ერთ-ერთი ბანკის იურისტი ჩიკაშუა საქალაქო სასამართლოში 2021 წელს პარტია "ქართული ოცნების" ლობირებით მოხვდა და  მასზე პასუხმგებლობა პირადად ლევან მურისიძესთან არარეგისტრიებულ ქორწინებაში მყოფმა ლელა ჭანიამ აიღო. ჭანია ოფიციალურად საქალაქო  სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს უფროსია, თუმცა ის ძალიან გავლენიანი პირი და ამ შენობის არაფორმალური მმართველია.

ჩიკაშუა მთელი  ინეტრვიუს განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მას არც სამართლო სისტემაში და არც ხელისუფლებაში გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავს, თუმცა  ეს ვერსია იმ წუთშივე ჩამოიშალა, როდესაც მოსამართლეს "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა მამუკა მდინარაძე უხსენა. „ქართული ოცნების“ ლიდერი მოსამართლის თანაქალაქელი და სკოლელია. ისინი დაბა თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში ერთად სწავლობდნენ. 

ყველაფერი ირაკლი ჩიკაშუას შესახებ ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები