"მომავალს გვიფუჭებენ" - ვინ არის მოქალაქე, ვისაც ვიქტორ სანიკიძემ იმედი გაუცრუა

02.06.24 17:39
"მომავალს გვიფუჭებენ" - ვინ არის მოქალაქე, ვისაც ვიქტორ სანიკიძემ იმედი გაუცრუა

"პირველები" იმ ადამიანს ესაუბრა, ვინც ვიქტორ სანიკიძეს დღეს ვაკის პარკში დისკომფორტი შეუქმნა. გუგა სულხანიშვილი ყვება, რომ "ოცნების" დეპუტატთან გასაუბრება მას შემდეგ მოისურვა, რაც დაინახა, რომ სანიკიძე მასთან დაპირისპირებულ მოქალაქეებს ტელეფონით ვიდეოს უღებდა. პოლიტოლოგს დეპუტატთან კითხვები რუსულ კანონთან დაკავშირებით ჰქონდა.

მოქალაქე ამბობს, რომ ერთ დროს სანიკიძეს ქომაგობდა, თუმცა ახლა იმედგაცრუებულია.

ვიქტორ სანიკიძე იქ იჯდა, მეც შვილიშილთან ერთად ვიყავი და ქალბატონმა გააპროტესტა, 20 წუთი ასე გვერდიგვერდ ვისხედით, ამოიტატა ტელეფონი და დაუწყო გადაღება და იქით, ე.ი. თანამდებობას თუ თმენის ვალდებულება არ აქვს... მე გარკვეული დროის შემდეგ მივედი და ვცადე ძალიან თავშეკავებული ფორმით კომუნიკაციის დამყარება. ეს არის სპონტანური, არავინ ამას არ გეგმავს. ის ქალბატონიც შვილიშვილთან ერთად იყო... ამდენი ტყუილი შეიძლება? ვიქტორ სანიკიძე სპორტსმენია, ვგულიშემატკივრობდი გულწრფელად, ისევე, როგორც კაჭარავას. ახლა აქეთ ჭკუის სწავლება დაგვიწყონ... მაგისტრის ხარისხი მაქვს ამერიკაში დაცული. პოლიტოლოგიაში, აქეთ ჭკუას გასწავლიან, არ ვიცი... ძალიან წარმატებები ჰქონდა საქართველოს ნაკრებს, მიხედოს იმ ნაკრებს... რატომ უფუჭებს, თავის შვილებსაც უფუჭებს... შეგრძნება გვაქვს, რომ გამოვდივართ ქუჩაში, თითქოს არ ვარსებობთ და მარტო მათი ინტერესია და მარტო მათ იციან და არ იცის ვიქტორ სანიკიძემ. გვჭირდება იმის შეგრძნება, რომ ქვეყანა ყოველდღიურად ვითარდება და ქვეყანა მიდის უკან დრამატულად, მიდის ბელორუსიისკენ, - ამბობს მოქალაქე. 

რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს ვაკის პარკში დღეს "მონა" და "მოღალატე" ეძახეს.

 

მსგავსი სიახლეები