"ოცნება" დროებითი, ავადმყოფური მოვლენაა, ნუ გაუთანასწორებთ საქართველოს და თქვენს პარტიას ერთმანეთს - ხარშილაძე ბოჭორიშვილს
"ოცნება" დროებითი, ავადმყოფური მოვლენაა, ნუ გაუთანასწორებთ საქართველოს და თქვენს პარტიას ერთმანეთს - ასე ეხმაურება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე "ოცნების" დეპუტატის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომელმაც კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს შეურაცმხყოფელი უწოდა.
რუსეთი გაქებს, დასავლეთი გაკრიტიკებს და რაღაც იძახო, არავის აღარ სჯერა ამის. ძალიან საყურადღებოა ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაც, სადაც ამბობს, რომ იქ ქვეყნის ღალატი იყო. კარგად უნდა განვასხვაოთ ქვეყანა და პარტია. საქართველო არის სახელმწიფო ათასწლოვანი ისტორიით. "ქართული ოცნება" არის მხოლოდ დროებითი და საკმაოდ ავადმყოფური მოვლენა. ნუ გაუთანასწორებთ საქართველოს და თქვენს პარტიას ერთმანეთს, ქალბატონო მაკა. ჩვეულებრივი კორუმპირებული ჩინოვნიკები ხართ თქვენ ყველანი, რომელსაც მალე გაგისტუმრებთ. თქვენი კრიტიკა არა ქვეყნის ღალატი, არამედ ზუსტად ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლაა", - ამბობს ხარშილაძე.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.