მიქაუტაძე მწარიაშვილის წინააღმდეგ - რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესზე გიორგი მიქაუტაძის წარმომადგენელი წარდგენილი დოკუმენტებით საკუთარი დედის შემოსავლებს ასაბუთებდა, თუმცა მაია მწარიაშვილი ფიქრობს, რომ საქმე შესაძლო მანიპულაციებთან გვაქვს.
მწარიაშვილმა დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის მთავარი შუამდგომლობა ეხებოდა სააქციო საზოგადოება „ბახტრიონის" მიერ ცნობის გამცემების დაკითხვას, რაც მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა აუდიტორი, რომელმაც ფინანსური დოკუმენტი მოამზადა. აუდიტორმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძის დედა ყოველთვიურად კი არა, არამედ ყოველწლიურად იღებდა 17 ათასს.
საბოლოოდ, მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა დღევანდელი სასამართლო სხდომა გადადო, შემდეგი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
უსაფუძვლო გამდიდრებაში ბრალდებული მიქაუტაძე თბილისის ყოფილ პროკურორს ცრუ ფაქტების გავრცელებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანისთვის სიმბოლურად 14 ლარს ითხოვს.
ოფიციალური დოკუმენტებით, რომელიც თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ გიორგი მიქაუტაძემ დედის მფლობელობაში არსებული კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, გააყალბა.
ირკვევა, რომ მიქაუტაძის დედამ, რომელიც კომპანია "ბახტრიონის" მეწილეა, ორი წლის განმავლობაში რეალურად იმაზე რვაჯერ ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ეს კომპანიის დოკუმენტებშია მითითებული.