ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა - გარდაცვლილის ცოლი "პირველებთან" შემზარავ დეტალებს ყვება
ვარკეთილში მომხდარი ორმაგი მკვლელობა - მოკლული მხატვრის, ბაჩო ბაშარულის მეუღლე "პირველებთან" ამბობს, რომ მკვლელობის მოტივი 4 წლის წინანდელ კონფლიქტს უკავშირდება.
გარდაცვლილის ცოლი შემზარავ დეტალებს ყვება და აცხადებს, რომ იური კალანდარიშვილს გარდაცვლილის ცხედრები სახლში მაშინ ესვენა, როცა იქ მისი მცირეწლოვანი შვილის და მეუღლეც იმყოფებოდა.
ხალხში სუფრა იყო გაშლილი. როგორც ჩანს, ამ მამაკაცმა სახლში შეიპატიჟა ნიკო და ბაჩანა, შემდეგ კი დახოცა. მიცვალებულებს, ბაჩოს ფეხი აქვს მოტეხილი, ნიკოლოზს ხელები აქვს დანით დაჭრილი და დაკერილი. ერთი საათის, საათნახევრის შემდეგ დარეკა ამ კაცმა პოლიციაში. დიდი ხნის განმავლობაში სახლში ჰყავდა მიცვალებულები, ასევე ორი წლის შვილიც სახლში იყო და მისი მეუღლეც. მეუღლე ამბობს მხოლოდ იმას, რომ საძინებელშ იყო როცა გასროლის ხმა გაიგო, გამოვიდა და გვამები დაინახა. თუ აგსროლის ხმა გაიგო, მის ქმარს როგორ ცემდნენ და ურტყამდნენ საძნებელში მყოფმა ცოლმა როგორ ვერ გაიგო?", - ამბობს გარდაცვლილის ცოლი.
ვარკეთილში, 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კალანდარიშვილს მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავებიან.
მკვლელობა 5 ივნისს მოხდა. გამოძიების ცნობით, იური კალანდარიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.