ხმაური "ოცნების" ქალაქში - მოქალაქეები ხელისუფლებას პირობების დარღვევაში ამხელენ

08.06.24 12:50
ხმაური "ოცნების" ქალაქში - მოქალაქეები ხელისუფლებას პირობების დარღვევაში ამხელენ

გვიან ღამემდე ხმაურ იყო ბათუმში - ორი დღის წინ გახსნილ "ოცნების" ქალაქის საცხოვრებელ კომპლექსთან ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც უკვე წლებია ბინას ელოდებიან, თუმცა მათ არც ამჯერად გაუმართლათ.

მოქალაქეები ხელისუფლებას პირობების დარღვევაში ამხელენ. სახლები, რომლებიც წესით თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპით უნდა გადანაწილებულიყო, ადგილობრივების თქმით, რეალურად გავლენებისა და ნაცნობობის მიხედვით რიგდება.

მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე უკიდურეს გაჭირვებასა და გაუსაძლის პირობებში, ბარაკებში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს.

თუ ათობით მოსახლის მოთხოვნას ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, ხალხი  უწყვეტი აქციების რეჟიმზე გადასვლას აანონსებს.

მე ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ავიცილოთ დაპირისპირება, არეულობა, მთავარი მოთხოვნა და დაპირება ხელისუფლების რაც იყო, რომ ბინების გადაცემის დროს სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპი იქნებოდა დაცული, ეს დაპირება უნდა შესრულდეს", - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები