თეა გოდოლაძის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა

08.06.24 14:10
თეა გოდოლაძის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა

7 ივნისს, თეა გოდოლაძის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა - ამის შესახებ თავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი წერს სოციალურ ქსელში.

"საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ჩემს მიმართ ძალადობაში აწ უკვე მსჯავრდებულის მიმართ. მადლობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის და ჩემს ადვოკატებს"- წერს გოდოლაძე

საქმე ეხება 2023 წლის აგვისტოში, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ იგი ოჯახური ძალადობის მუხლითაა ბრალდებული. მასალაში აღნიშნული არ ყოფილა, რომ გოდოლაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს და თავადაც დავობს მის მიმართ ძალადობის გამო.

საპასუხოდ, თეა გოდოლაძემ მაშინ განმარტა, რომ ის თავად გახდა პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 2022 წლის აპრილში და, რომ სახელმწიფომ მის წინააღმდეგ მოძალადე გამოიყენა ცრუ ბრალდებით მისი დისკრედიტაციისა და გაჩუმებისთვის.

მსგავსი სიახლეები