„ევროპული კულტურის“ პრიზი და ქართველი მევიოლინის ევროპული მომავლისადმი მხარდამჭერი განცხადება ლუქსემბურგის ფილარმონიიდან

08.06.24 14:25
„ევროპული კულტურის“ პრიზი და ქართველი მევიოლინის ევროპული მომავლისადმი მხარდამჭერი განცხადება ლუქსემბურგის ფილარმონიიდან

მსოფლიოში აღიარებულს ქართველ მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილს „ევროპული კულტურის“ პრიზი გადაეცა.

გალა-ცერემონიას გუშინ ლუქსემბურგის ფილარმონიამ უმასპინძლა. ქართველი მევიოლინე ახალი თაობის არტისტების მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს. ლიზა ბათაშვილმა წლების წინ დაარსა საქველმოქმედო ფონდი და განსაკუთრებულ თანადგომას უწევს ახალი თაობის ქართველ მუსიკოსებს და ეხმარება მათ ევროპაში განათლების მიღებასა და წარმატებული კარიერის განვითარებაში. 

ლიზა ბათიაშვილის დასაჯილდოვებლად გუშინდელ ცერემონიაზე სპეციალურად იყო მოწვეული ცნობილი მუსიკოსი Tali (Tali Golergant), რომელმაც აღნიშნა, რომ ლიზა თავისი საქმით, მუსიკით იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, ასევე თქვა, რომ ცოტა ხნის წინ, ლიზას მოწვევით საქართველოს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი სტუმრობდა სრული შემადგელობით. 

12 წლის ასაკში გადმოვედი გერმანიაში საცხოვრებლად, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, ენაც, კულტურაც, ქვეყანაც და დღეს ვამაყობ, რომ ევროპული კულტურის ნაწილი გავხდი. დიდი იმედით ვუყურებ ვითარებას ჩემს სამშობლოში,  საქართველოში, სადაც ახალგაზრდები გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლის დასაცავად, ძალიან შთამბეჭდავია მათი შემართება. ვფიქრობ, რომ დღეს ევროპა დიდი გამოწვევების წინაშე დგას  და უნდა იყოს ერთიანი და ძლიერი,  როგორც არასდროს, რათა მნიშვნალოვანი მხარდაჭერის გაწევა შეძლოს  საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ეს თანადგომა ძალიან სჭირდება.“ - თქვა ლიზა ბათიაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები