დაპირისპირება პარლამენტთან - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აგრესიული პირი თავს დაესხა (ვიდეო)

08.06.24 15:01
დაპირისპირება პარლამენტთან - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აგრესიული პირი თავს დაესხა (ვიდეო)

 

 

დაპირისპირება პარლამენტთან - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ქალაქის ცენტრში აგრესიულად განწყობილი მამაკაცი თავს დაესხა. საკანონმდებლო ორგანოს წინ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მდგარ ქალებთან სახედაფარული მამაკაცი მივარდა, გინება დაიწყო და ყველას ემუქრებოდა.  

გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ამ ინციდენტს საპატრულო პოლიციაც შეესწრო, თუმცა მამაკაცი რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, მხოლოდ ტეროტორიიდან განარიდეს და მომხდარი იმით ახსნენს, რომ თავდამსხმელი "გიჟი იყო".

მოვიდა ვიღაც უცხო, ნიღბიანი პიროვნება და დაიწყო აგრესიულად საუბარი, მუქარები, რის შემდეგაც დავიღე გადაღება. მომივარდა და ჩემი ცემა უნდოდა. დავუძახე პოლიციას. პოლიცია გამოვიდა, განარიდა სიტუაციას და იმით გაამართლა, რომ გიჟი არისო. ამ კაცმა გვითხრა, მთავრობას რომ აგინებთ, დაახვიეთ აქედანო", - ამბობს რუსული კანონის მოწინაააღმდეგე აქციის მონაწილე.

დაიწყო მუქარები, რომ წაეთრიეთ აქედან, თქვენ რას აკეთებთ აქ და ა.შ. და გამოწევა დაიწყო. ამ დროს მოხდა აყალმაყალი. გაიწია ნიკოლოზისკენ. სცადა, რომ ხელი დაერტყა. აგვიხსნეს, რომ ეს გიჟი არისო. მე ვუთხარი, საბუთი აქვს რომ გიჟია? არა, ჩვენ ვცნობთ მას სახეზეო. ამ შემთხვევაში, მე აღშფოთება ვერ დავმალე. თუ გიჟია ადამიანი და ემუქრება სხვებს, ის არ არის გარეთ გამოსაშვები. პატრულმა ამიხსნა, რომ არ არსებობს ისეთი კანონი, რომ დავიჭიროთ იმის გამო, რომ გიჟი არისო", - ამბობს აქტივისტი.

მსგავსი სიახლეები