მალე გავასაჯაროებ იმ ბინძურ ფაქტებს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა - ანსამბლ "რუსთავს" მოცეკვავე ტოვებს
დაიწყო თუ არა დაპირისპირება ანსამბლ რუსთავში? - დუბლიორ მსახიობთა ოსკარის მფლობელმა მოცეკვავემ დასი დატოვა. ლაშა მძინარაშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მოცეკვავე, სცენაზე დგომის 30 წლიანი სტაჟით, აანონსებს, რომ მალე ანსამბლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მტკიცებულებებს გაასაჯაროებს. ფაქტებს, რომლითაც მისი შეფასებით, მის წინააღმდეგ შავი კამპანია იყო აგორებული.
სამწუხაროდ ვტოვებ ანსამბლ რუსთავს…‼️
მალე გავასაჯაროვებ იმ ბინძურ ფაქტებს რომელიც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა , ბოროტი , შურიანი , ბოღმიანი და უნიჭო ადამიანების მიერ . მე მანდ უკვე აღარაფერი მესაქმება! ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ცოცხალი იყო!… წავიდა და ყველა თავისკენ ექაჩება მის შექმნილს! 30 წელია სცენაზე ვდგავარ და ნამდვილად არ მინდოდა რომ ამ ფორმით დამესრულებინა საცეკვაო კარიერა. ბოდიში მაყურებელო რომ სცენიდან ვერ დაგემშვიდობეთ. მადლობა იმ ხალხს ვისთან ერთადაც სცენაზე ვიდექი! ბევრი რამის დაწერა მინდა… რთულია წერაც… მე ყოველთვის ვცდილობდი ანსამბლს რუსთავისთვის კარგი გამეკეთებინა და მისი სახელი არ შემერცხვინა… იმ ბინძურ ხალხს კი გეტყვით რომ მე სხვაგან ვარ ვერ დამეწევით… კიდევ ბევრს გავაკეთებ არ გავჩერდები, - წერს მძინარაშვილი.