ბიზნესის სუბსიდია პირობების სანაცვლოდ - რა მიზნით გასცემს "ოცნება" დიდ ფულს?
ბიზნესის სუბსიდია პირობების სანაცვლოდ. რა მიზნით გასცემს დიდ ფულს "ოცნების" ხელისუფლება? ირკვევა, რომ ის ბიზნესმენები, ვინც ბიუჯეტის ფულით საკუთარი საქმე განავითარეს და უფრო დიდი ფული იშოვეს, "ოცნების" შემომწირველთა სიაში არიან. "ფლანგვის დედექტორი" აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის პარტიის დამფინანსებლებს შორის ყველაზე გულუხვები ის ადამიანები არიან, ვინც მანამდე ბიუჯეტის ფული მიიღო. მხოლოდ 2023 წელს მმართველი პარტიის ყულაბა 11 მილიონით შეივსო.
კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ წინა საარჩევნოდ ეს თანხა კიდევ უფრო მეტი გახდება. "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ გადასახედია საზოგადოების ურთიერთობა იმ ბიზნესმენებთან, რომლებმაც იციან, რომ ფულს რუსული ინტერესების გასატარებლად რიცხავენ.
„ქართულ ოცნებას“ თანხა აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ყველა პარტიას ერთად აღებულს საქართველოში. ანუ 2023 წელი „ქართულმა ოცნებამ“ ისე დახურა, რომ 11 მლნ ჰქონდა ანგარიშზე. მაშინ გაასახედია საზოგადოების მიერ იმ ბიზნესმენებტან ურთერთობაც, რომლებმაც ახლა უკვე გაცხადებულად იციან, რომ „ქართული ოცნება“ მიდის რუსეთისკენ, მაგრამ მათ მიაქვთ მაინც ფული „ქართულ ოცნებაში“. ან ამ ადამიანებმა უნდა თქვან, რომ ეს არის ძალდატანებით, ახევს „ქართული ოცნება“ ფულს, - მაბობს ბესიკ დონაძე.