თავდასხმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტზე - ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

09.06.24 12:33
თავდასხმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტზე - ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ნიკო მანაგაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ნაცემი სტუდენტი საგამოძიებო უწყებაში დღეს საღამოს ექვს საათზე უნდა მივიდეს. გამომძიებლებს, სავარაუდოდ, აინტერესებთ, რა ვითარებაში მოხდა რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდაზე თავდასხმა და შეუძლია თუ არა მას მოძალადეების ამოცნობა.

ჭავჭავაძისს გამზირზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტიდან დღეს უკვე მესამე დღეაა, თუმცა ამ დრომდე მოძალადეები, რომლებიც კადრებით არიან დაფიქსირებულები, არავის დაუსჯია. მანაგაძე ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ მოწყობილი შურისძიების უკან ხელისუფლება დგას, რადგან მას რუსული კანონის გაპროტესტებასა და ირაკლი კობახიძისთვის უნივერსიტეტთან კითხვების დასმას ვერ პატიობენ.

დღეს საღამოს ვაპირებ, მივიდე პოლიციის განყოფილებაში, სადაც უნდა ჩავაბარო ის ტანსაცმელი, რომელიც თავდასხმის დღეს მეცვა და რომელსაც აღენიშნება სისხლის კვალი და ასევე მივცე უფრო დაწვრილებით ჩვენება გამომძიებლებს. თუმცა, ყველა აცნობიერებს, რომ ეს არის აბსოლუტურად ფორმალობა, იმიტომ, რომ რეჟიმი, ცხადია, არ დასჯის თავის თავს. როგორც ვიცი თავდასხმაში მონაწილე 5 პირიდან არცერთი არ არის არათუ დაკითხვაზე დაბარებული, არამედ იდენტიფიცირებულიც კი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ წუთამდე დაზარალებულადაც კი არ ვარ ცნობილი, უკვე ყველაფერზე მეტყველებს, - ამბობს მანაგაძე.  

მსგავსი სიახლეები