ძალადობაში მხილებული ქართველი ჩინოვნიკები ლონდონში შეხვედრების გასამართად ჩავიდნენ - "Byline Times"

09.06.24 13:25
ძალადობაში მხილებული ქართველი ჩინოვნიკები ლონდონში შეხვედრების გასამართად ჩავიდნენ -  "Byline Times"

კოკა კაციტაძის უწყება სავარაუდო სკანდალში ეხვევა. ბრიტანული გამოცემა "Byline Times" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეხვედრაზე წერს. ირკვევა, რომ დაუსჯელი ძალადობის შემდეგ, ქართული საგამოძიები სამსახურის თანამშრომლები ლონდონში შეხვედრების გასამართად წავიდნენ, თუმცა გამოცემა წერს, რომ ოფიციალურად ასეთი შეხვედრები არ გამართულა.

კრიტიკურლ სტატიაშინათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული რეპრესიები ქვეყანას ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. მასში მოყვანილია ყველა ის ძალადობის ფაქტი, რომელიც ბოლო დროს საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გახორციელდა. "Byline Times" პირდაპირ წერს, რომ "ქართული ოცნება" ახლა მოძალადეების საქმეების "გათეთრებას" ცდილობს.

 

 

მსგავსი სიახლეები