აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ - „Washington Examiner“
აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ. მათ არც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ექნებათ. ამის შესახებ „Washington Examiner“ წერს.
გამოცემის თანახმად აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებს გადაეცათ მითითებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 6 ქვეყნის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ. სწორედ აღნიშნულ ექვს ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო.
"მხოლოდ სრულწლოვანი პირები საქართველოდან, მოლდოვიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან მიმართავენ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურს სწრაფი გაყვანისთვის. ყველა სხვა მიგრანტი აღმოსავლეთ ნახევარსფეროში "ძნელად ან ძალიან ძნელად მოსაშორებელი ქვეყნებიდან" გათავისუფლდებიან დოკუმენტების საფუძველზე, რომლებითაც ისინი აშშ-ის სასამართლოში გამოცხადდებიან," - წერია დოკუმენტში.