შანტაჟი ემიგრანტების წინააღმდეგ - უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო უბნებზე მისვლის ეშინიათ
შანტაჟი ემიგრანტების წინააღმდეგ - რატომ ეშინიათ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო უბნებზე მისვლის? როგორც გაირკვა, მათ არ აქვთ გარანტია, რომ თუ საკონსულო აღრიცხვაზე დადგებიან, პირადი მონაცემები საემიგრაციო სამსახურში არ მოხვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავის გადარჩენისთვის საქართველოდან იძულებით გადახვეწილ ადამიანებს, ისევ საქართველოში გამოადეპორტებენ.
არალეგალების რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ათი ათასობით მოქალაქის ხმა, უბრალოდ, დაკარგულია. ეს მხოლოდ "ოცნების" ინტერესში შედის, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ემიგრანტების უმრავლესობა ხელისუფლების ამომრჩეველი არ არის. ამ ეჭვს ადასტურებს ერთი გარემოებაც: საგარეო საქმეთა სამინისტრო ემიგრანტებს ამ დრომდე არ აძლევს მკაფიო განმარტებას, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობა უსაფრთხოა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.