არა რუსულ რეჟიმს! - ჯგუფი "პროცესი" ცენზურაზე საუბრობს
რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბენდი "პროცესი" ცენზურაზე საუბრობს - ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათ 8 ივნისს მათ რუსთავის პარკში უნდა დაეკრათ, თუმცა ორგანიზატორებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო ღონისძიებაზე ბენდის გამოსვლა გაუქმდა.
სალამი, მეგობრებო. გუშინ უნდა დაგვეკრა რუსთავის პარკში გამართულ ღონისძიებაზე, თუმცა ჩვენი და ორგანიზატორების აზრთა სხვადასხვაობის გამო მოგვიწია გაუქმება. მოგვთხოვეს, რომ არ გაგვეკეთებინა არანაირი პოლიტიკური განცხადება. ასევე, მათი უპასუხისმგებლობის გამო წარმოიქმნა უამრავი ტექნიკური პრობლემა. ბოდიში, ვისაც გინდოდათ მოსმენა და ვერ მოახერხეთ, სხვა დროს შევხვდებით.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია დაცენზურებულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
არა რუსულ კანონს!
არა რუსულ რეჟიმს!"- წერს ჯგუფის წარმომადგენელი.