უბედური შემთხვევა სოფელ ღვანკითში - ადიდებულმა მდინარემ ქალი გაიტაცა
ქალის ცხედარი, რომელიც სოფელ ღვანკითში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მდინარიდან უკვე ამოასვენეს.
ინციდენტი თერჯოლას მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში გუშინ, 9 ივნისს მოხდა.
ცნობილია, რომ ადგილობრივებმა ცხედარი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში იპოვეს.