"რუსული კანონით ვერ ვიცხოვრებთ" - თბილისში ხიდებზე საპროტესტო წარწერები გადმოკიდეს
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების პროტესტი გრძელდება - ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა სანქცირების პირას მყოფი ივანიშვილის გუნდის ინიციატივის წინააღმდეგ თბილისში არსებულ ხიდებზე საპროტესტო წარწერები გადმოფინეს.
"არა რუსულ რეჟიმს, ქვეყანა საფრთხეშია, რუსული კანონით ვერ ვიცხოვრებთ" - წერია დროშებზე, რომლის ფოტოსაც სოციალურ ქსელში თბილისის "დინამოს" გულშემატკივრების მიერ დაარსებული მოძრაობა, "პირველი მერცხალი" ავრცელებს.




