რეაბილიტირებული რიკოთი ისევ საფრთხეშია?!
ჩინელების მიერ რეაბილიტირებული რიკოთი ისევ საფრთხეშია - ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება საშიშია. ერთი ძლიერი წვიმა და ავტობანი პრაქტიკულად პარალიზებული ხდება. გვიან ღამით რიკოთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა. მანქანები კილომეტრიან საცობში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ. სტიქიის შედეგებს დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე ითვლიან. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით მძიმე პრობლემები შექმნა იმერეთში.