აქციის მონაწილეების დევნა და პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

10.06.24 20:27
აქციის მონაწილეების დევნა და პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

როდის დააკავეს და სად - ამ მარტივ კითხვებზე დღეს პოლიციელები სრულიად განსხვავებულ პასუხებს იძლეოდნენ. არ ახსოვდათ, რა ეცვა დაკავებულს, ეკეთა თუ არა ნიღაბი. პოლიციელები ვერც იმაზე ჩამოყალიბდნენ, რისთვის დააკავეს აქციის მონაწილე. გურამ ადამია, რომელიც ძალოვანების სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, დღეს პირადად ისმენდა მოწმე პოლიციელების აბსურდულ ჩვენებებს. გადაწყვეტილებას სასამართლო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. 

გამოძიებას ელოდება 4 დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე სასტიკად ნაცემი ნიკო მანაგაძე. ამ დრომდე მისთვის დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიუციათ. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების ვინაობის დადგენა უმარტივესი ამოცანა იყო გამოძიებისთვის, ჯერ არც არავინ დაუკავებიათ და არც არავინ გამოუკითხავთ. ერთადერთი დაკითხვის ოქმი, რომელიც გამოძიებას აქვს, ეს თავად დაზარალებული სტუდენტის ჩვენებაა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები