რუსული კანონის მძიმე დარტყმა ქვეყნის ეკონომიკაზე - ლარი ყოველ დღე უფასურდება

10.06.24 20:23
რუსული კანონის მძიმე დარტყმა ქვეყნის ეკონომიკაზე - ლარი ყოველ დღე უფასურდება

"ოცნების" რუსული კანონის მძიმე დარტყმა ქვეყნის ეკონომიკაზე - ლარი ყოველ დღე რეკორდული სისწრაფით უფასურდება, ინვესტიციები კი საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ შემოდის. ბაზარზე ჩანან მხოლოდ ძველი ინვესტორები, ახლები კი აღარ. ყველაფერი სწორედ რუსული კანონის მიღების შემდეგ გართულდა. მთავრობის რუსულმა პოლიტიკამ ინვესტორები დააფრთხო. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა გარდაუვალი გახდება.

ქვეყნის გარედან ფული აღარ შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშეა დარჩენილი. საგანგაშო მდგომარეობა რუსული კანონის მიღებიდან დაიწყო, თუმცა ჯერ  უცნობია, რა შედეგი ექნება ამერიკის მიერ ამოქმედებულ სანქციებს. შტატების მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ დასანქცირებულ ხელისუფლებასთან საქმეს არავინ დაიჭერს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები