"მოღალატე მეძმარიაშვილი" - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის სახლის კედელზე წარწერა დატოვეს
რუსული კანონის მხარდამჭერებისთვის დისკომფორტის შექმნის პროცესი გრძელდება - ამჯერად სანქცირების პირას მყოფი ივანიშვილის გუნდის წევრის, ირაკლი მეძმარიაშვილის საცხოვრებელი სახლის კედელზე ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა წარწერა დატოვეს.
"მოღალატე მეძმარიაშვილი" - წერია კედელზე, რომლის ფოტოსაც "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, გელა ხასაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.