არ ვიცი, შსს არის თუ სუს-ი, მაგრამ როგორც კი ინფორმაცია მჟღავნდება, ეგრევე იშლებიან - ჯაფარიძე ძალოვან უწყებებს მოსმენაში ადანაშაულებს

10.06.24 22:59
არ ვიცი, შსს არის თუ სუს-ი, მაგრამ როგორც კი ინფორმაცია მჟღავნდება, ეგრევე იშლებიან - ჯაფარიძე ძალოვან უწყებებს მოსმენაში ადანაშაულებს

გია ჯაფარიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ძალოვან უწყებებს მოქალაქეების მოსმენაში ადანაშაულებს - "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი მისი ძმის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახლთან ნიღბიანების ჩასაფრების ფაქტს იხსენებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მობილური ტელეფონის მეშვეობით შეატყობინეს, ჩასაფრებული შავრაზმელები ადგილიდან გაქრნენ.

მკვლევარი შესაძლო მოსმენების უკან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ხედავს - "მე არ ვიცი, ეს რომელი სამსახურია, შსს თუ სუს-ი. როგორც კი ინფორმაცია მჟღავნდება, ეგრევე იშლებიან".

გია ჯაფარიძე იმასაც ამბობს, რომ მაგინებელთა რაზმებმა მის ტელეფონზე შეტყობინებები კვლავ დატოვეს. მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების უკან "ქართული ოცნება" დგას.

ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, ან ეს რაღაც არის რუსული სტილის მაფიური სახელმწიფო. როგორც ჩანს, ისევ წავიდნენ მეორე წრეზე, რადგან ჩემთანაც შემოვიდა მესიჯები ამჯერად ინდოეთიდან. ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მივიღოთ ზომები, ვიყოთ უფრო ფრთხილად და მეტად მივაქციოთ ყველაფერს ყურადღება. ის, რომ მას ისევ მოუწყვეს ჩასაფრება, ამაზე ინფორმაცია გვქონდა და ჩემი ძმა გავაფრთხილე. მედიამაც გაიგო, პოლიტიკოსებმაც გაიგეს. ეგრევე მიდის ინფორმაცია. რა დონეზე გვისმენენ და რა დონეზე არის ეს ყველაფერი ორგანიზებული, არ ვიცი. ვინც არის ამ სამსახურის უფროსი, ან მისი მოადგილე მაინც ხელმძღვანელობს ყველაფერს. მე არ ვიცი, ეს რომელი სამსახურია, შსს თუ სუს-ი. როგორც კი ინფორმაცია მჟღავნდება, ეგრევე იშლებიან", - ამბობს გია ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს, 10 ივნისს, გია ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ძმას, ზურაბ ჯაფარიძეს სახლთან "ოცნების" ტიტუშკები ელოდებოდნენ

მსგავსი სიახლეები