"ხმის მიცემის შემდეგ, ბიულეტენებზე მელანი აორთქლდა" - ბიბილოვის პარტია ახალ "პარლამენტში" მუშაობაზე უარს აცხადებს
სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ახალ "პარლამენტში" მუშაობაზე უარს აცხადებს - პარტია "ერთიანმა ოსეთმა" ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება უკვე წარადგინა, სადაც საუბარია "არჩევნების" დროს დარღვევებსა და კენჭისყრის პროცესის უსამართლოდ წარმართვაზე.
ვლადიკავკაზში გახსნილ საარჩევნო უბანზე, 733 ბიულეტენი არა მხოლოდ ბათილად იქნა ცნობილი, არამედ ვიღაცამ კრიმინალურად შეცვალა მელანი, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ აორთქლდა. მიგვაჩნია, რომ შედეგების აღიარება არის დანაშაული და ღალატი ჩვენი ხალხის მიმართ.
მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ვლადიკავკაზის უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას“, - აცხადებენ პარტიაში.
ოკუპირებული ცხინვალის არაღიარებული რეჟიმი ეგრეთწოდებულ საპარლამენტო არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები 9 ივნისს, დილიდან გაიხსნა მოსკოვსა და ვლადიკავკაზშიც. პროცესში, რომლის ლეგიტიმაციაც წინასწარვე სადავოა, ჯამურად 7 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას. დაწესებულია ბარიერიც. იმისთვის, რომ პარტია ეგრეთწოდებულ პარლამენტში მოხვდეს, მას 7%-ანი ბარიერის გადალახვა მოუწევს.
კიდევ ერთი პირობის მიხედვით კი არჩევნების ცნობისთვის საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეობა 50 პროცენტს პლუსს ერთმა მომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა. საარჩევნო სიებში ჯამში 29 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი არ მისცეს პარტია "სამართლიანობისთვის". ამ პარტიის ლიდერებს დავით სანაკოევს, გარი მულდაროვსა და ძამბოლათ მედოევს რუსეთმა ცოტა ხნის წინ მოქალაქეობა ჩამოართვა.