ბიუჯეტისთვის მოპარული 3 მილიონი - დაკავებულია ბიზნესმენი

11.06.24 10:16
ბიუჯეტისთვის მოპარული 3 მილიონი - დაკავებულია ბიზნესმენი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 3 098 967 ლარის გადასახადს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადას - 3 098 967 ლარის ოდენობით", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 8 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები