მედია: ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში რუსული "სუ-34" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟი
ჩრდილოეთ ოსეთის მთიან მხარეში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე რუსული "სუ-34" ჩამოვარდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟი დაიღუპა.
ცნობილია, რომ ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა და ბომბდამშენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა
რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.