ზუკა ბერძენიშვილს ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ

11.06.24 11:19
ზუკა ბერძენიშვილს ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნან და ფიზიკურად გაუწორდნენ - ინფორმაციას და ფოტოს სალომე ბარკერი ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, "სირცხვილიას" წევრს სამი პირი ზურგიდან მიეპარა და სასტიკად გაუსწორდა. 

აქტივისტი კლინიკაში გადაჰყავთ: 

შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ"- წერს ბარკერი. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაცია "სირცხვილია", ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 

გუშინ სახლთან ჩაუსაფრდნენ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. უცნობი პირები ბოლო რამდენიმე კვირაა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებს და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან. მტკიცებულებების მიუხედავად არცერთი მათგანი დაკავებული არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები