რუსული "აზიმუტი" ივლისიდან ქუთაისშიც იფრენს - როდის დაეშვება პირველი რეისი?

11.06.24 15:58
რუსული "აზიმუტი" ივლისიდან ქუთაისშიც იფრენს - როდის დაეშვება პირველი რეისი?

ავიაკომპანია "აზიმუტი" ქუთაისის მიმართულებითაც იფრენს. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ფრენები ივლისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ფრენა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან 2 ივლისს დილის  07:10 საათზეა დაგეგმილი, ბორტი ქუთაისში 11:45 საათზე დაეშვება, ხოლო ქუთაისიდან გამგზავრება 12:45 საათზეა დაგეგმილი.

„Azimut Airlines ავითარებს საერთაშორისო მარშრუტების ქსელს და აცხადებს ავიაბილეთების გაყიდვის გახსნას ახალ მარშრუტზე - მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვი.  ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ფრენა 2024 წლის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ”, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

მსგავსი სიახლეები