მკვლელობა თბილისის ცენტრში - ბაჩო სირაძის წინააღმდეგ სასამართლოში დღეს ჩვენებები გამომძიებლებმა მისცეს

11.06.24 17:45
მკვლელობა თბილისის ცენტრში - ბაჩო სირაძის წინააღმდეგ სასამართლოში დღეს ჩვენებები გამომძიებლებმა მისცეს

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკველობის საქმის განხილვა სასმართლოში დღეს მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. მთაწმინდაზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული მამუკა ლომიძის საქმეზე პირდაპირი ჩვენება სამართლოს დღეს იმ გამომძიებლებმა მისცეს, ვინც დაკავებული ბაჩო სირაძე ამოიცნო და მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებებიც მოიპოვა.

მრავალჯერ ნასამართლევი სირაძის წინააღდმეგ ახლა პროკურატურას კადრები და მტკიცებულებები აქვს, თუცმა ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის რეჟიმშია. გაქცეულია და მიმალვაშია სასტიკი მკველობის კიდევ ერთი ფიგურანტი. არჩილ შადურის კვალი იმ წუთიდან გაქრა, რაც ბაჩო სირაძემ ახალგაზრდა ბიჭი მოკლა და ქუჩაში ცოცხალ მკვდარი მიატოვა.

სხდომათა დარბაზში შვილის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს მამუკა ლომძის დედა კიდევ ერთხელ შეხვდა. ირინა შენგელიამ დამნაშავეების უვადი პატიმრობაში გაშვება მოითხოვა. 

უნდა იყვნენ ყველა ობიექტური და სამუდამო, მაგასაც და შადურსაც. შადური სად დაიმალება? სადამდე დაიმალება? ხომ იცოდა სად მიჰყავდა? ძალიან კარგად იცოდა. ჩემი შვილის სიკვდილს მე ვერ ვაპატიებ. ამდენი ხანია დავდივარ, ამედნი პროცესია და ის ვერ გავიგე, რისთვის მომიკლა შვილი! მიზეზი ხომ უნდა მითხრას მაგ სატანამ!, - თქვა ლომიძის დედამ. 

ბაჩო სირაძის მომდევნო სასამართლო პროცესი  13 ივნისს ჩაინიშნა. ჯერჯერობით უცნობია, დაარღვევს თუ არა ის დუმილს. 

მსგავსი სიახლეები