რუსული კანონის შედეგები - ლარი უფასურდება, სახელმწიფო რეზერვები იცლება
ლარი თავისუფალ ვარდნაშია. ეროვნული ბანკის ინტერვეციებს შედეგი ვერ მოაქვს. კურსი უკვე 2 და 90-ს აცდა და ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ნათია თურნავას უწყებამ პროცესების შესაჩერებლად დღეს დამატებით 60 მილიონი დოლარი გაყიდა სახელმწიფო რეზერვებიდან, თუმცა, როგორც ჩანს, ლარის ვარდნა უკვე შეუქცევადი პროცესია. ტაბლოებზე კურსი საათობრივად იცვლება და ხელოვნურ ჩარევები შედეგს ვერ მოიტანს.
სახელმწიფო რეზერვები იცლება, ლარი კი უფასურდება. და ეს ეკონომიკური რყევების მხოლოდ დასაწყისია. რუსული კანონის და ამერიკული სანქციების ეფექტი ქვეყნისთვის გაცილებით მძიმე იქნება. ლარის გაუფასურებას ავტომატურად მოყვება თითქმის ყველა პროდუქტის გაძვირება - მათ შორის საწვავის. ამ ფონზე კი ქვეყანა უცხოური ინვესტიციების გარეშე დარჩება, რაც ქართული ეკონომიკისთვის განაჩენის ტოლფასია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.