რეპრესიები საბჭოურ სტილში - ახალგაზრდა გოგო ვიქტორ ჯაფარიძისთვის "მონის" დაძახების გამო დააკავეს

11.06.24 20:36
რეპრესიები საბჭოურ სტილში - ახალგაზრდა გოგო ვიქტორ ჯაფარიძისთვის "მონის" დაძახების გამო დააკავეს

 

 

ტერორი და დაშინების მცდელობა რუსული მეთოდებით - ხელისუფლებამ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიები ახალი ძალებით დაიწყო. ახლა უკვე გამოგონილი ბრალდებებით აქტივისტებს პირდაპირ ხელბორკილებს ადებენ. ასე იძიეს შური  მარიამ წიწიკაშვილზე. ახალგაზრდა გოგო მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მან "ოცნების" დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს აეროპორტში "მონა" დაუძახა.

ბოლო დროინდელი მოვლენები ქვეყანაში შერჩევითი სამართლის და ორმაგი სტანდარტის ყველაზე კარგი დადასტურებაა. მაშინ, როდესაც ახალგაზრდა აქტივისტების უმოწყალოდ ცემის გამო ჯერ პოლიციას არათუ დაკავებული, არამედ ერთი იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავს, ციხეში უშვებენ ადამიანებს, ვინც მოღალატე რეჟიმს ყოველ დღე ახსენებენ, რომ ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვეს. საბჭოთა სტილში რეპრესიებს შედეგი მაინც არ მოაქვს. მოგზაურობიდან დაბრუნებულ ჯაფარიძეს მის სახლთან დახვდება წარწერები "იუდა, ოცდაათ ვერცხლად გაყიდულო მონა".

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები