დაჭრა ბალდაში - რას ამბობენ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კუთვნილ კომპანიაში?

12.06.24 14:14
დაჭრა ბალდაში - რას ამბობენ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კუთვნილ კომპანიაში?

სისხლიანი ანგარიშსწორება ბალდაში - კანიონის გასხვისების მოწინააღმდეგეები დარწმუნებულები არიან, რომ გუშინ მომხდარი თავდასხმის უკან ინვესტორი დგას, რომელიც მათი თქმით, სოფელს ერთმანეთს აპირისპირებს. 

საპირისპიროს ამტკიცებენ კომპანია "კანიონი 350"-ის წარმომადგენლები, რომელიც რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ მამუკა მერკვილაძეს ეკუთვნის. 

დასტურდება ინფორმაცია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებული ძმები, გელა და გია ხურცილავები მერკვილაძეების კუთვნილ კომპანიაში მუშაობენ.

"კანიონი 350"-ის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ამჟამად დაკავებულები კანიონის მცველების მხრიდან სისტემატური ბულინგის მსხვერპლები იყვნენ. გუშინდელ ინციდენტამდე კი კარავში მყოფებმა ხურცილევებუს ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხურცილავებს პროვოკაცია დაჭრილმა ძმებმა, მინდია და აჩი ბჟალავებმა მოუწყვეს. 

რაც შეეხებათ კანიონის მცველებს, ისინი "პირველებს" ეუბნებიან, რომ ხურცილევების სახლში მივარდნისა და მით უფრო ბულინგის არცერტი ფაქტი არ არსებობს. პირიქით, ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და კანიონის გასხვისებსა აპროტესტებენ, ირწმუნებიან, რომ მათი მისამართით კომპანიის წარმომადგენლები ერთი კვირის წინ აჟღერებდნენ მუქარას.  

"დანებით შეიარაღებულები მოვიდნენ, ჩვენ მათი შიშველი ხელებით განიარაღება მოგვიწია. ცდილობენ, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და სოფელი ერთმანეთს დააპირისპირონ. არაერთხელ დაგვაბრალეს, რომ თითქოს ვაბულინგებთ ვიღაცებს, შეურაცხყოფას ვეყენებთ, სახლებში უვარდებით"- ამბობს აქტუვისტი. 

შეიარაღებული თავდასხამა მარტვილში გვიან ღამით მოხდა - დანით დაჭრილია მინდია და არჩილ ბჟალავები. მათივე თქმით, სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებული პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი კანიონთან მოწყობილ კარავში იმყოფებოდნენ.

ძმები, გელა და გიგა ხურცილავები არიან. ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. 

დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას 7 ჭრილობა აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები