"გილოცავთ რუსეთის დღეს..." - სომხეთის "ევროპული პარტიის" ლიდერი საქართველოში არ შემოუშვეს
სომხეთის "ევროპული პარტიის" ლიდერი, ტიგრან ხზმალიანი საქართველოში არ შემოუშვეს - ამის შესახებ ინფორმაციას ხზმალიანი სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებს.
სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე საქართველოში ერთ დღიან ვიზიტს გეგმავდა, თუმცა მოსაზღვრეებმა პასპორტი ჩამოართვეს და სამ საათიანი ლოდინის შემდეგ, ახსნა-განმარტების გარეშე დაუბრუნეს.
"გილოცავთ რუსეთის დღეს..." - წერს ხზმალიანი და აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც საზღვრის არ გადმოკვეთის მიზეზად წერია, რომ იგი "საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს".