ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ადგა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზით სარგებლობა აკრძალული იყო," - წერია განცხადებაში.