"დაასანქცირეთ ივანიშვილის რეჟიმი და მოძალადე პოლიციელები" - ემიგრანტების აქცია მადრიდში, ევროკავშირის ოფისთან

12.06.24 18:47
"დაასანქცირეთ ივანიშვილის რეჟიმი და მოძალადე პოლიციელები" - ემიგრანტების აქცია მადრიდში, ევროკავშირის ოფისთან

"დაასანქცირეთ ივანიშვილის რეჟიმი" - ამ სლოგანით ემიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა მადრიდში საპროტესტო აქცია გამართეს.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ოფისთან შეიკრიბნენ და ადგილზე ტრანსფარანტები, საქართველოს დროშები მიიტანეს.

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლებისთვისა და მოძალადე პოლიციელებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ.

ქართველები შევიკრიბეთ მადრიდში, ევროკავშირის ოფისთან, რადგან ვთხოვთ მათ, რომ დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმისა და იმ მოძალადე პოლიციელების დასანქცირება, რომლებიც ახალგაზრდებს ქუჩაში უსწორდებიან", - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები