თავდასხმის გამოუძიებელი საქმეები - ვის ასახელებს სასტიკად ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი თავდასხმის დამკვეთად?

12.06.24 20:26
თავდასხმის გამოუძიებელი საქმეები - ვის ასახელებს სასტიკად ნაცემი ზუკა ბერძენიშვილი თავდასხმის დამკვეთად?

"დაუსვით წერტილი ძალადობას და სასწრაფოდ გამოიძიეთ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტები" - ევროკავშირის კიდევ ერთი მკაცრი გზავნილი "ოცნების" მისამართით. ათეულობით თავდასხმის ფაქტი ბოლო ორ თვეში და არცერთი გამოძიებული საქმე. ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას "ტიტუშკების" თარეშის აღკვეთისკენ მოუწოდებს. მათ შორის, იმ პირების, რომლებიც გუშინ ზუკა ბერძენიშვილს დაესხნენ თავს. ამ შემთხვევაშიც გამოძიებას არც ერთი იდენტიფიცირებული და დაკავებული არ ჰყავს. 

რთული ოპერაციის შემდეგ ზუკა ბერძენიშვილი კლინიკიდან გამოწერეს. აქტივისტმა ზუსტად იცის, ვინ შეუკვეთა მასზე თავდასხმა. დარწმუნებულია, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება და ზონდერების ჩასაფრება ერთმანეთთან არის კავშირში. თუმცა ეს საქმეც თაროზე შემოსადებად არის განწირული, ისევე როგორც ყველა ის სასტიკი ანგარიშსწორება, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე მოხდა.

რა წერია ძალადობის შესახებ ევროკავშირის განცხადებაში - მარიამ მაკასარაშვილია პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები