საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობაზე მსოფლიო ვარსკვლავები უარს ამბობენ - Massive Attack-მა კონცერტი გააუქმა
"ოცნების" რეჟიმის საერთაშორისო ლუსტრაცია - საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე მსოფლიო ვარსკვლავები უარს ამბობენ. ბლექსი არენაზე დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა. ცნობილი ბრიტანული ჯგუფი ქართულ მხარესთან პროტესტის ნიშნად კონტრაქტს წყვეტს. ამის მიზეზი კი ბოლო თვეებში თბილისში განვითარებული მოვლენებია. "მასივ ატაკი" ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლაზე უარს "ოცნების" სისასტიკის გამო ამბობს.
ეს კი ოლიგარქის რეჟიმისთვის უპრეცედენტო სკანდალია. ბრიტანული ჯგუფის საჯარო პროტესტს შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს. მუსიკოსები საკუთარ გვერდზე აქციის დარბევის ფოტოსაც აქვეყნებენ და წერენ, რომ მათთვის მიუღებელია იმ ქვეყნის მთავრობასთან რაიმე სახის თანამშრომლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს. "ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში" - ამ მიმართვით ემშვიდობება ჯგუფი ქართველ მსმენელს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.