თავდასხმა ბალდის მცველებზე - მივა თუ არა ანგარიშსწორების კვალი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელამდე?
მივა თუ არა სისხლიანი ანგარიშსწორების კვალი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისის ხელმძღვანელამდე? - ირკვევა, რომ ბალდის კანიონთან მკვლელობის მცდელობის გამო დაკავებული ძმები მამუკა მერკვილაძის კუთვნილი კომპანიის თანამშრომლები არიან. ისინი ახლა ბრალის წარდგენას იზოლატორში ელოდებიან.
თავდასხმა კანიონის მცველებზე ძმებმა ცივი იარაღით და სანადირო თოფით განახორციელეს. დაჭრილები არიან მინდია და აჩი ბჟალავები, რომლებიც რუსეთში მყოფი დიპლომატის კომპანიაზე კანიონის გასხვისებას უკვე თვეებია აპროტესტებდნენ. ბრალდებულმა ხურცილავებმა კი მათზე ანგარიშსწორება სისხლიანი გარჩევით გადაწყვიტეს. ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ძმები გაქცევას ცდილობდნენ, თუმცა ისინი ადგილობრივებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.