13 წლის გოგოს ტერორი ინტიმური ხასიათის კადრებით - 19 წლის ბიჭი ვერდიქტის მოლოდინშია
ტერორი პირადი ცხოვრების კადრებით - 19 წლის ახალგაზრდა სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია. დაკავებულმა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაკავებულმა არასრულწლოვანის კადრები მოიპოვა, სავარაუდო დამნაშავე მისი დის შიშველ ფოტოებსაც ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი მუქარა შეასრულა და ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში გაავრცელა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა მამაკაცს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.