სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს - TI
სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:
- 57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე
- 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე)
- 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში (თანამესაკუთრე)
- 1557 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში.
ამასთანავე, მოსამართლემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში მიუთითა.
TI-ის ცნობით, მოსამართლემ ასევე არ გაასაჯაროვა დედის, ციცინო ნუცუბიძის უძრავი ქონებები:
- 640 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში
- 3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, რათა შეისწავლონ მოსამართლის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები.