BRICS-ის თამაშებზე ოკუპირებული რეგიონების დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც გამოჩნდა

13.06.24 14:34
BRICS-ის თამაშებზე ოკუპირებული რეგიონების დროშებთან ერთად საქართველოს დროშაც გამოჩნდა

12 ივნისს რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრ ყაზანში BRICS-ის თამაშებზე საქართველოს დროშა გამოჩნდა - ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებმა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფო დროშები გამოიტანეს.

სპორტულ თამაშებში მონაწილეობას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც იღებენ. 

BRICS-ი არის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ორგანიზაციაა, რომელშიც არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ეგვიპრე და ეთიოპიაც გაწევრიანდა.

როგორც BRICS-ის თამაშების საიტზე წერი, ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში ქართველი სპორტსმენი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე მონაწილეობენ. 

"რადიო თავისუფლების" ცნობით, გამოცემა ელენე ქებაძე დაუკავშირდა და სპორტსმენმა უთხრა, რომ ამ შეჯიბრში არ მონაწილეობენ და ეს "რაღაც შეცდომაა".

თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთის გუნდს 49 მონაწილე წარმოადგენს, ოკუპირებული ცხინვალის გუნდს კი - 22.

12 ივნისის გახსნის ცერემონიის დროს მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც ეკრანიდან მიმართა. 

მსგავსი სიახლეები